საზოგადოება
129 მილიონი ლარი 3 თვეში - მმართველი გუნდის პირადი კომფორტისთვის?!

   საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, “ქართულმა ოცნებამ” 2016 წელს ქამრების შემოჭერის პოლიტიკა წამოიწყო. ამ პოლიტიკის გამო საჯარო სამსახურში მომუშავე ძალიან ბევრი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა. როგორც ირკვევა, ქამრების შემოჭერაში თანამდებობის პირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ფუფუნების საგნების შემცირება არ შედის.

მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს ავტოპარკის 7 უახლეს მოდელში სულ 532 762 ლარი დაიხარჯა. პრესსპიკერის განცხადებით, ამ შენაძენით სასამართლომ თანხა დაზოგა, რადგან ძველი მანქანები მუდმივად შესაკეთებელი იყო.

მთავრობის ფუფუნებისთვის დახარჯული თანხები “ნაციონალურ მოძრაობაში” დათვალეს. მოძიებული ინფორმაციით, 2017 წლის პირველ სამ თვეში “ქართული ოცნების” კომფორტისთვის 129 მილიონი ლარი დაიხარჯა.

ასეთი სოლიდური თანხა მმართველმა გუნდმა საქართველოს სტუმართმოყვარეობის დასამტკიცებლად, რბილი ან საოფისე ავეჯის შესაძენად, ასევე, ავტომობილებისა და საწვავის სახით აითვისა.