უცხოეთი
საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ემანუელ მაკრონი და მარი ლეპენი დაუპირირსპირდებიან. საფრანგეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია ბიულეტინების 96%.
არჩევნების პირველ ტურში ცენტრისტმა ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა 23.7 პროცენტის მხარდაჭერა მოიპოვა. ულრტა-მემარჯვენე ნაციონალური ფრონტის ლიდერს მარი ლეპენს კი 21.4 პროცენტი აქვს.
სულ საპრეზიდენტო არჩევნებში 11 კანდიდატი მონაწილეობდა. აქედან უმრავლესობამ საკუთარ მომხრეებს, 7 მაისს დაგეგმილი არჩევნების მეორე ტურში, მაკრონის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
წინასწარი შედეგების გამოქვეყნებას არეულობა და პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა პარიზში. აქციის მონაწილეები მარი ლეპენის მეორე ტურში გასვლას აპროტესტებდნენ.