პოლიტიკა
ვიდეოხიდი თბილისი-მოსკოვი: რუსეთი და საქართველო ახალ საერთაშორისო კონტექსტში

   საქართველო, 25 აპრილი,საქინფორმი. ვიდეოხიდი მოსკოვი-თბილისი თემაზე: "რუსეთი და საქართველო ახალ საერთაშორისო კონტექსტში" სამშაბათს, 25 აპრილს, 14 საათზე თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გაიმართება.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა დაბრკოლებას არ ქმნის ვაჭრობის, ტურიზმისა და კულტურული გაცვლებისთვის. პოლიტიკურ გარღვევებს არავინ ელოდება, მაგრამ საერთაშორისო კონტექსტი იცვლება. რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობებში შენარჩუნებულია მწვავე წინააღმდეგობები. თუმცა რუსეთი მთლიანობაში თავის საგარეო პოლიტიკურ კურსს წარმატებით ატარებს. როგორ შეიძლება აისახოს მოსკოვისა და თბილისის ურთიერთობებზე ცვლილებები ევროატლანტიკურ თანამეგობრობასა და ახლოა ღმოსავლეთში? გამოჩნდება თუ არა ფანჯარა პოლიტიკური ურთიერთგაგების გამტკიცებისთვის?

მონაწილეები მოსკოვში:

— რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტის კავკასიის პრობლემებისა და რეგიონული უშიშროების ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ნიკოლაი სილაევი;

— რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი კონსტანტინ ტასიცი;

— რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტის დოცენტი ანდრეი სუშენცოვი.

თბილისში:

— გლობალური კვლევების ცენტრის დირექტორი ნანა დევდარიანი;

— ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იოსებ არჩვაძე;

— დამოუკიდებელი ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.

ვიწვევთ მასმედიის წარმომადგენლებს მიიღოთ მონაწილება ვიდეოხიდში, რომელიც თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრში გაიმართება მისამართზე: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი, 61. მე–5 სართული, ბლოკი С. ტელეფონი: 555 90 89 77.

მასმედიის აკრედიტაცია:

E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ.: +995555908977.

თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრის ანონსების გამოწერაზ ეგანაცხადები გაგზავნეთ მისამართზე media@sputnik-georgia.com