აქტუალური
დეპუტატ სამველ მანუკიანის ორ მანქანას ცეცხლი წაუკიდეს

   საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. ახალქალაქში უცნობმა პირმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სამველ მანუკიანის ორ მანქანას ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. სახანძრო ბრიგადის მისვლამდე ცეცხლის ჩაქრობა ადგილობრივებმა საკუთარი ძალებით შეძლეს.

“მტრები არ მყავს და არავისთან კონფრონტაცია არ მქონია. მომხდარის ჩემს სამსახურებრივ  საქმიანობასთან დაკავშირება ჯერ ადრეა, ამიტომ ოფიციალურ კომენტარს მას შემდეგ გავაკეთებ, რაც სამართალდამცველი ორგანოებისგან დამატებითი ინფორმაცია მექნება. ამჟამად სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და დარწმუნებული ვარ, დამნაშავეს ვიპოვით”, - განაცხადა სამველ მანუკიანმა.