საზოგადოება
ძალიან მნიშვნელოვანია, პრორუსული პროპაგანდა ჩვენი კანონმდებლობით დარეგულირდეს - ეკა გიგაური

   საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” წინასაარჩევნოდ რუსეთის პროპაგანდის აკრძალვის მიზნით საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის. არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტში საკანონმდებლო წინადადებას წარადგენს, რომლის ძირითადი მიზანია, აიკრძალოს წინასაარჩევნო აგიტაცია, მათ შორის რეკლამის გადაცემა, რომელიც შეიცავს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დარღვევის ან ოკუპაციის ლეგიტიმაციის საფრთხეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, დარეგულირდეს ჩვენი კანონმდებლობით პრორუსული, ასე ვთქვათ, პროპაგანდა, რომელიც შეიძლება აწარმოოს პოლიტიკურმა პარტიამ. დღეს ჩვენს კანონმდებლობაში ეს ყველაფერი შესაბამისად რეგულირებული არ არის“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.