უცხოეთი
მედია სირიის საკითხში აშშ–ის ეგიდით კოალიციაში მონაწილეობაზე რფ–ის უარის შესახებ აცხადებს

   საქართველო, 21 აპრილი, საქინფორმი. რუსეთი არასოდეს არ შეუერთდება სირიის საკითხში საერთაშორისო ანტიტერორისტულ კოალიციას აშშ–ის ეგიდით,  დასავლეთელი პოლიტიკოსების მხრიდან პერიოდულად წამოყენებული წინადადებების მიუხედავად, – იუწყება გაზეთი „იზვესტია“ რუსეთის დიპლომატიურ წრეებში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით.

მოსკოვი არასოდეს შევა კოალიციაში აშშ–ის ეგიდით. ეს ავუხსენით ჩვენს პარტნიორებს დახურულ შეხვედრებზე. არგუმენტად კი ის მოგვყავს, რომ მათი მოქმედებები სირიაში არალეგიტიმურია. ჩვენ მართლაც გვთავაზობდნენ, შევერთებოდით მათ, მაგრამ მთავარი პირობა იყო ვაშინგტონის თავმჯდომარეობა ანტიტერორისტული ბრძოლის საკითხში. ამას ასევე არ მოვიმოქმედებთ“, – აცხადებს „იზვესტიას“ წყარო.