უცხოეთი
პარიზის ცენტრში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

   საქართველო, 21 აპრილი, საქინფორმი

ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარი "ტვიტერის" გვერდზე სააგენტო "ფრანს პრესი" ავრცელებს

როგორც სააგენტო იტყობინება, პარიზში, გუშინ საღამოს, ადგილობრივი დროით 21:00 საათზე მომხდარ თავდასხმაზე ელისეს მინდვრებზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

შეგახსენებთ, რომ მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულია ერთი პოლიციელი და დაიჭრა რამდენიმე გამვლელი. საფრანგეთის პოლიციის ანტიტერორისტულმა განყოფილებამ საქმე უკვე გახსნა.