საქართველო, 21 აპრილი, საქინფორმი. 12 წელის გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ–მინისტრი ზურაბ ჟვანია საფერფლით მოკლა, რომელიც თავში ესროლა და საფეთქელში მოარტყა.
და აი საფერფლე კინარამ კვლავ არ იქცა მკვლელობის იარაღად ქართველ პოლიტიკოსთა შორის, თუმცა მძიმე ფიზიკური დაზიანებები გამოიწვია. თუმცა, მოდი, თავმიმდევრულად მივყვეთ. მაშ ასე:
ამჯერად ერთმანეთს ნაციონალური მოძრაობის წევრები პარლამენტის მოსასვენებელ ოთახში დაუპირისპირდნენ. გიორგი კანდელაკმა ოთარ კახიძეს თავი საფერფლით გაუტეხა. დეპუტატები მომხდარის შესახებ არ საუბრობენ, თუმცა ერთ-ერთი ინფორმაციით, დეპუტატთა ოთახში პარლამენტის რამდენიმე წევრს შორის, კერძოდ კი გიორგი კანდელაკსა და ვანო ზარდიაშვილს შორის ჩხუბი მოხდა, რის შემდეგაც ადგილზე მყოფთაგან ერთ-ერთმა საფერფლე ისროლა და კახიძეს მოხვდა.
ქუთაისის ინტერვენციულ კლინიკაში ოთარ კახიძეს თავზე ნაკერები დაადეს (ვიდეო იხ. აქ).