სამართალი
შსს-მ სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

   საქართველო, 21 აპრილი, საქინფორმი. შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა .. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად „აკ 74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.