პოლიტიკა
რკინიგზის გახსნა და საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტი ოფიციალურ თბილისზეა დამოკიდებული

   საქართველო, 21 აპრილი, საქინფორმი. სოხუმში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და  აფახაზეთის ლიდერთან შეხვედრის მთავარი თემა ჟენევის მოლაპარაკებები იყო. ლავროვის განცხადებით, ამ მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოს მხრიდან ცეცხლის განუახლებლობის შესახებ იურიდიული დოკუმენტი უნდა გაფორმდეს.

ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ აქტიურად უნდა გაგრძელდეს ჟენევის დისკუსიებში მონაწილეობა, ჟენევის დისკუსიებს ნელ-ნელა, მაგრამ მაინც მოაქვს შედეგი. ჩვენ ყოველ შემთხვევაში დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალში რეალურია გაფორმდეს იურიდიული დოკუმენტი ძალის არგამოყენების შესახებ. ეს იქნება მნიშვნელოვანი სიგნალი კავკასიის რეგიონისთვის, თუ როგორ გავითვალისწინებთ წარსულ ისტორიას, თუკი ვსაუბრობთ ოდეკაბეზე, რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით ამ სტრუქტურის აფხაზეთთან თანამშრომლობას, იმისთვის, რომ სრულუფლებიანი წევრის სტატუსი მიიღო, საჭიროა ორგანიზაციის წევრი ყველა სახელმწიფოს შორის კონსესუსი.

"იგივე ეხება დამკვირვებლების სტატუსსაც. ოდეკაბე შექმნილია მასში შემავალი სახელმწიფოების უსაფრთხოების დაცვისთვის. აფხაზეთის უსაფრთხოებას ყველაზე საიმედოდ და გარანტირებულად იცავს რუსეთსა და აფხაზეთს შორის შეთანხმება, რომლის თანახმად, რუსეთი აფხაზეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად ატარებს ყოველდღიურ ღონისძიებას, რათა არ მოხდეს განმეორებით რაიმე სახის აგრესია,“- განაცხადა სერგეი ლავროვმა.

სერგეი ლავროვმა აფხაზეთის რკინიგზის საკითხზეც ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთი არ არის წინააღმდეგი, თუ აფახაზეთის გავლით სომხეთში სატრანზიტო ტვირთების მოძრაობა აღდგება.

რუსეთს არ აქვს არანაირი პრობლემა, რომ ტრანზიტი განახლდეს. არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომ ეს მოხდეს. მას შეუძლია, დაეყრდნოს რუსეთსა და საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციას შორის დადებულ შეთანხმებას. ვიცით, რომ სომეხი კოლეგები დაინტერესებული არიან ტრანზიტის განახლებით. დღეს აფხაზეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მისი ქვეყანა არაა ამის წინააღმდეგი. ასე, რომ ეს უკვე დამოკიდებულია არა ჩვენზე, არამედ სხვა ქვეყნებზე, საითაც ეს ტრანზიტი გაგრძელდეს,“- განაცხადა ლავროვმა.