უცხოეთი
"იყიდე ამერიკული და დაიქირავე ამერიკელი" - ტრამპის ახალი განკარგულება

   საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. დონალდ ტრამპმა ახალ განკარგულებას მოაწერა ხელი, რომელიც სავიზო პოლიტიკის შეცვლას და შეერთებულ შტატებში უცხოელების დასაქმების პირობებს ცვლის.

დოკუმენტის მიზანი, რომლის სახელიცაა იყიდე ამერიკული და დაიქირავე ამერიკელი, ამერიკული ბაზრის უცხოური მუშახელისგან და პროდუქციისგან დაცვაა.

განკარგულების თანახმად შეიცვლება სამუშაო ვიზების გაცემის წესები. კერძოდ საუბარია H-1-B კატეგორიის ვიზაზე, რომელიც ამერიკული კომპანიებს უცხოელების დაქირავების საშუალებას აძლევს. ამ კატეგორიის 65 ათას ვიზას შეერთებული შტატები ყოველწლიურად ლატარიაში ათამაშებდა.