სამართალი
საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. შავ ზღვაში მასშტაბური სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ქერჩის სრუტესთან შტორმის შედეგად პანამის დროშის ქვეშ მცურავი, სატვირთო გემი ჩაიძირა. წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე 12 მეზღვაური იმყოფებოდა. მაშველებმა 5 მეზღვაური გადაარჩინეს, 7 კი დაკარგულად მიიჩნევა.
რუსული მედიის ცნობით, ერთ-ერთი მეზღვაური საქართველოს მოქალაქეა.
გავრცელებული ცნობით, გემი როსტოვიდან თურქეთის მიმართულებით მიემართებოდა და ხორბალი გადაჰქონდა.