საზოგადოება
მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში "პატრიოტთა ალიანსი" შიმშილობას დაიწყებს

   საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. თუკი მმართველი გუნდი საკონსტიტუციო კომისიაში მათ შენიშვნებს არ გაითვალისწინებს, „პატრიოტთა ალიანსი“ შიმშილობის დაწყებასაც არ გამორიცხავს.

მივმართავთ პროტესტის ყველანაირ ფორმას იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს საქართველოს სახელმწიფო კონსტიტუცია და არაქართული ოცნებისკონსტიტუცია. თუ დავინახეთ, რომ ადამიანური საუბარი არ ჭრის ამ გამოჩენილ პოლიტიკურ ძალასთან, მაშინ პროტესტის სხვა ფორმებს შეიძლება მივმართოთ, მათ შორის შიმშილობასაც“, - განაცხადა ადა მარშანიამ.

არ არის გამორიცხული, საკონსტიტუციო კომისია “ევროპული საქართველოს” წევრებმაც დატოვონ. პარტიაში ელოდებიან პირველად დოკუმენტს, რომელიც პარლამენტის სხდომაზე 22 აპრილს უნდა გაიტანონ.

„თუ დავინახავთ, რომ “ქართული ოცნება” ჯიუტობს და არ ცვლის ამ ფორმულირებებს, ბუნებრივია, ჩვენი ადგილი კომისიაში არ იქნება, იმიტომ, რომ ჩვენ ამით ვერ მივცემთ ლეგიტიმაციას იმ უსამართლობას, რასაც ამ თვალსაზრისით “ქართული ოცნება” და საპარლამენტო უმრავლესობა ჩაიდენს“, - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.