საზოგადოება
საქმე ციანიდი პატრიარქისათვის: პატიმრობაში მყოფი დეკანოზის პასუხი მეუფე იაკობს (ვიდეო)

   საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. მკვლელობის მცდელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე მეუფე იაკობის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება (ვიდეო იხ. აქ). მეუფე ქადაგებისას ე.წ. ციანიდის საქმეზე საუბრობს და ამბობს, რომ იგეგმებოდა საქართველოს პატრიარქის მკვლელობა.

ექსკლუზიურ ინტერვიუს გადაცემა "არჩევანი" აქვეყნებს. მამა გიორგი მამალაძე ამბობს, რომ მეუფე იაკობმა მართლაც ბევრი იცის ე.წ. ციანიდის საქმეზე და ძალიან კარგად იცის, რომ არავის მკვლელობა არ იგეგმებოდა.

"ეს ცილისწამება და მისი როლი ამ საქმეში მის სინდისზე იყოს. მიღმურ სამყაროში ხარისხი და წოდება არ არსებობს. არც ის იქნება ეპისკოპოსი და არც მე - დეკანოზი. უფალი განგვსჯის", - აცხადებს მამა გიორგი მამალაძე.