სამართალი
საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულები გაათავისუფლეს

  საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. სოფელ ჯარიაშენის მკვიდრნი ლევან ბოლოთაშვილი, გიორგი ბაბუნაშვილი და რევაზ სრესელი სოფელ არცევში ორი დღის წინ დააკავეს,როცა ისინი მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ სასაფლაოზე მიდიოდნენ.

გათავისუფლებულები შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში დაჰკითხეს. მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ლევან ბოლოთაშვილი, გიორგი ბაბუნაშვილი და რევაზ სრესელი ცხინვალის რეჟიმმა, სავარაუდოდ, სასამართლოს პროცესისა და საჯარიმო თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლა.