პოლიტიკა
თანამედროვე სახელმწიფო განისაზღვრება იმით, თუ რანაირად ვურთიერთობთ ომბუდსმენის ინსტიტუტთან – პრეზიდენტი მარგველაშვილი

   საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. “ადამიანის უფლებათა დაცვის მრავალმანდატიანი ეროვნული ინსტიტუტების ევოლუცია და გამოწვევები”  - ამ სახელწოდების საერთაშორისო კონფერენცია თბილისში საქართველოს პრეზიდენტმა  გახსნა.

სახალხო დამცველის ინსტიტუტს გააჩნია ძალიან რთული და მნიშვნელოვანი მისია - დაგვანახოს ის შეცდომები ან გადაცდომები, რომლებიც მოგვდის ყოველდღიურ ცხოვრებაში“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

უჩა ნანუაშვილმა კონფერენციის დაწყებამდე სახალხო დამცველის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრებთან ერთად პრესკონფერენციაც გამართა, სადაც აღნიშნული კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ეს არის ერთგვარი პლატფორმა იმისთვის, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი შეხედულებები, ჩვენი მოსაზრებები იმისთვის, რომ უფრო ეფექტურები გავხდეთ“, -განაცხადა მან.