აქტუალური
ვერ მოვისმინე არგუმენტი, თუ რატომ უნდა დაწესდეს შეზღუდვები მხოლოდ სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით - ომბუდსმენი

   საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. სახალხო დამცველს საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს, კერძოდ იმ ნაწილში, სადაც საუბარია ომბუდსმენის არჩევის ვადებზე.

განცხადება უჩა ნანუაშვილმა  გააკეთა კონფერენციაზე “ადამიანის უფლებათა დაცვის მრავალმანდატიანი ეროვნული ინსტიტუტების ევოლუცია და გამოწვევები”, რომელიც გუშინ პრეზიდენტთან ერთად გახსნა.

მე ვერ მოვისმინე არგუმენტი, თუ რატომ უნდა დაწესდეს შეზღუდვები მხოლოდ სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით, მაშინ, როცა სხვა არჩევით თანამდებობებზე მსგავსი შეზღუდვები არ არსებობს“, - განაცხადა ნანუაშვილმა.

კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის თქმით, დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად საჭიროა, რომ ერთზე მეტი შანსი სახალხო დამცველს ამ თანამდებობის დასაკავებლად არ ჰქონდეს.