აქტუალური
ნინო ბურჯანაძის პარტიამ „ევროატლანტიკური კურსის“ გამო საკონსტიტუციო კომისია დატოვა

   საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი.  ნინო ბურჯანაძის “დემოკრატიული მოძრაობა” საკონსტიტუციო კომისიას ტოვებს და მიზეზად კონსტიტუციის ზოგად დებულებაში ევროატლანტიკური კურსის თაობაზე ჩანაწერის გაკეთებას ასახელებს.

„ეს არის ის პოლიტიკური გარდამავალი ტენდენცია, რომელიც არაფრის დიდებით არ უნდა იქნეს კონსტიტუციაში შეტანილი. ეს არ არის ის მარადიული ღირებულება, რომელიც არის დროში უცვლელი. ეს კიდევ  ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი ხელისუფლება მარიონეტული ხელისუფლებაა და ის მოქმედებს არა ეროვნული ინტერესით, არამედ იმ ვალდებულებებით, რომლებიც საკუთარი პატრონის წინაშე გააჩნია, და ეს ვალდებულებები გარდამავალ დებულებაში ევროატლანტიკური  სივრცის მიმართ მისწრაფების კუთხით პირნათლად ასახა საქართველოს კონსტიტუციაში“, - განაცხადა “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” მთავარი საბჭოს წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.