უცხოეთი
ფხენიანი მზად არის ამერიკასთან ომისთვის

   საქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. ვაშინგტონის გაფრთხილებას ფხენიანი მორიგი მუქარით პასუხობს. ჩრდილოეთ კორეის მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ფხენიანი მზად არის ამერიკასთან ომისთვის.

განცხადებები კიმ ჩენ ინის სახელით ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა და გაეროში ჩრდილოეთ კორეის ელჩმა გააკეთეს.

ელჩის განცხადებით, ვაშინგტონის პოლიტიკის გამო აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ნებისმიერ წუთს შეიძლება ბირთვული ომი დაიწყოს. დიპლომატის თქმით, პრევენციულ დარტყმას ფხენიანი იერიშით უპასუხებს.