პუბლიკაციები
საქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. სანქტ-პეტერბურგში ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი, რომელიც ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა ორშაბათს დააკავა, 1990 წელს ცენტრალური აზიის ერთ-ერთ ქვეყანაში დაბადებული აბრორ აზიმოვი აღმოჩნდა.
მისი დაკავების კადრებს რუსეთის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. ის ეჭვმიტანილია თვითმკვლელი-ტერორისტის აკბარჯონ ჯალილოვის მომზადებაში.
3 აპრილს პეტერბურგის მეტროპოლიტენში მომხდარ აფეთქებას 15 ადამიანი ემსხვერპლა. გამოძიების ფარგლებში ასევე დაკავებულია ჯიჰადისტური დაჯგუფების 8 წევრი. მათ თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანილებად მოიაზრებენ.