საზოგადოება
საქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. „ეუთო-მ თავისი ადგილი უნდა იცოდეს“- აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი.
„პირველ რიგში, იცოდეთ თქვენი ადგილი! ჩვენ ყურს არ ვუგდებთ პოლიტიკურად მოტივირებულ ანგარიშებს, რომელსაც თქვენ ამზადებთ“, - განაცხადა რეჯებ თაიიფ ერდოღანმა და აღნიშნა, რომ კვირას ჩატარებული რეფერენდუმი ყველაზე დემოკრატიული არჩევნები იყო, რაც კი ოდესმე ჩატარებულა დასავლეთში.
ეუთო-ს განცხადებით, კვირას საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ჩატარებული რეფერენდუმი არ შეესაბამებოდა ევროპის საბჭოს სტანდარტებს. საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნით, რეფერენდუმის ტექნიკური მხარე კარგად იყო ორგანიზებული, თუმცა ამომრჩევლებს არ მიაწოდეს მიუკერძოებელი ინფორმაცია რეფორმის ძირითად დებულებებზე.