საზოგადოება
საქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტი საქართველოს 3 მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, ე.წ საზღვრის გადაკვეთის გამო დაკავებულები არიან 1989 წელს დაბადებული, თბილისში მცხოვრები გიორგი ბაბუნაშვილი, გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენში მცხოვრები 1989 წელს დაბადებულები რევაზ სრესელი და ლევან ბოლათაშვილი. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმდინარეობს მუშაობა, რათა სასაზღვრო სამსახურმა საქმის მასალები სასამართლოს გადაუგზავნოს.