სამართალი
იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის სანქციები მკაცრდება

   საქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. კანონპროექტზე გუშინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მსჯელობდნენ. სიახლე დანაშაულის მძიმე კატეგორიაში გადასვლას ითვალისწინებს. იზრდება ამ ბრალდებით გათვალისწინებული პატიმრობის ვადაც.

ამჟამად დანაშაული 3-დან 4 წლამდე პატიმრობას გულისხმობს, კანონპროექტის მიხედვით კი მაქსიმალური სასჯელი 6 წელია.

"ეს იქნება პრევენციისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ ძალადობრივი დანაშაულებების ჩადენა. მინიმალური ზღვარი ისევ რჩება იგივე, არ იცვლება, ხოლო ზედა ზღვარი იქნება 6 წლამდე", - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია