პოლიტიკა
ჩვენ პატივს ვცემთ და მივესალმებით თურქეთის მოსახლეობის არჩევანს - პრემიერი კვირიკაშვილი

   საქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. თურქეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. facebook-ის საშუალებით გავრცელებულ მის განცხადებაში ნათქვამია:

"ჩვენ პატივს ვცემთ და მივესალმებით თურქეთის მოსახლეობის არჩევანს. თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რომლის სტაბილური განვითარება მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე რეგიონისთვის."

თურქეთის ქალაქებში ათასობით ადამიანი რეფერენდუმის შედეგების გასაპროტესტებლად გამოვიდა. სტამბოლი, იზმირი და ანკარა აქციებმა მოიცვა. სამართალდამცველებმა აქციის ათობით მონაწილე დააკავეს.