აქტუალური
აჭარა ბაქოს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

   საქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი ბაქოს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე AITF 2017 წარადგინა. საქართველოს სტენდი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მეუღლესთან ერთად მოინახულა.

ბაქოს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში 22 ქვეყნის 272 კომპანია მონაწილეობდა. გამოფენის ფარგლებში ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც აზერბაიჯანში აჭარის რეკლამირებას უზრუნველყოფენ. მაისის პირველ ნახევარში აჭარას აზერბაიჯანის წამყვანი მედია საშუალებების ჟურნალისტები და ბლოგერები ეწვევიან, რომლებიც რეგიონის შესახებ სტატიებს, ბლოგებსა და ვიდეორეპორტაჟებს მოამზადებენ.

ტურისტების რაოდენობის მხრივ აზერბაიჯანი რეგიონში მე-5 ადგილზეა, გასულ წელს აჭარას 31 326 აზერბაიჯანელი ტურისტი სტუმრობდა.