საზოგადოება
ვნუკოვოს აეროპორტში Boeing-737 ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა

   საქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. ვნუკოვოს აეროპორტში მომხდარი ინცინდენტისას არავინ დაშავებულა. სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც თბილისი-მოსკოვის რეისს ასრულებდა, დაჯდომისას ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა. საჭირო გახდა მგზავრების ევაკუაცია.

მომხდარის მიზეზი არ კონკრეტდება, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ეკიპაჟმა ლაინერი ვერ დაიმორჩილა. ბოინგ737-ში 106 მგზავრი იმყოფებოდა. ინცინდენტის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.