საზოგადოება
შიდა ქართლისა და სამეგრელოს მოსახლეობამ წინაპრების საფლავებზე გასვლა წელსაც ვერ შეძლო

   საქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. გუშინ, აღდგომიდან მესამე, გარდაცვლილთა ხსენების დღეს, საკუთარი წინაპრებისა და ახლობლების საფლავებზე გასვლას ხელოვნური ბარიერების გამო ამჯერადაც ვერ შეძლო შიდა ქართლისა მოსახლეობის ნაწილმა. მათი თქმით, მავთულხლართებმა მათ საძოვრები და მიწები დააკარგვინა, თუმცა მათთვის უფრო მტკივნეული საზღვარს მიღმა, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დარჩენილი სასაფლაოა. წლიდან წლამდე მოსახლეობას იმედი აქვს, რომ მხარეები მოლაპარაკებას მოახერხებენ და ისინი საფლავებზე გასვლას ოდესმე მაინც შეძლებენ.

რუსი სამხედროები აფხაზეთის ტერიტორიაზე ბოლო დღეების განმავლობაში გაცემულ სპეციალურ საშვს ითხოვენ.

ადგილობრივების ინფორმაციით, საზღვრის გაძლიერება სოხუმში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის დღევანდელი ვიზიტისათვის მზადებას უკავშირდება.