საზოგადოება
საზეიმო ტრაპეზი საპატრიარქოში

   საქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი და ე. წ. პირველი ლედი მაკა ჩიჩუა საპატრიარქოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო ტრაპეზს დაესწრნენ. გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ პატრიარქ ილია მეორესა და სრულიად საქართველოს ქრისტეს აღდგომის დღესასწაული მიულოცეს.

საქართველოს პრეზიდენტთან ერთად სადღესასწაულო ტრაპეზზე იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ–მინისტრი, მთავრობის წევრები, დეპუტატები და დედაქალაქის მერი.