პოლიტიკა
ავღანეთი რუსეთს არმიისა და პოლიციის მომარაგებაში, მომსახურებასა და გაწვრთნაში დახმარებას სთხოვს

   საქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. ამის შესახებ ავღანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკისა და სტრატეგიული დაგეგმვის საკითხთა დეპარტამენტის დირექტორმა მუჰამედ აშრაფ ჰაიდარიმ განაცხადა, რომელიც მოსკოვს 14 აპრილის ეწვია. მისი თქმით, რუსეთის საგარეო უწყებაში კონსულტაციებზე მან ავღანეთის კადრების მატერიალური მომარაგებისა და მომზადების უზრუნველყოფის შესაძლებლობის განხილვა ითხოვა. გარდა ამისა, ავღანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო რუსული წარმოების ვერტმფრენების მომსახურების საკითხს, რომლებითაც ავღანეთის არმიაა შეიარაღებული.

იმას, რომ ავღანეთში აშშ-ის მიერ ზემძლავრი ბომბის გამოცდის შემდეგ ამ ქვეყანამ დახმარებისთვის რუსეთს მიმართა, შეგვიძლია, სიმბოლური ვუწოდოთ. ამის შესახებ განაცხადა ფედერაციათა საბჭოს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ფრანც კლინცევიჩმა, რომელიც ავღანეთის ომის ვეტერანთა რუსეთის კავშირს ხელმძღვანელობს.

ხუთშაბათს აშშ-მა ავღანეთში ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებთან ბრძოლაში პირველად გამოიყენა ზემძლავრი არაბირთვული ბომბი GBU-43. სამიზნე იყო გვირაბების სისტემა, რომელსაც ბოევიკები გადაადგილებისთვის იყენებდნენ. შეუძლებელია, უცხო სახელმწიფოს შეიარაღების ესოდენ სერიოზული გამოცდა ქაბულს არ აშფოთებდეს”, - ხაზი გაუსვა კლინცევიჩმა. მას მიაჩნია, რომ მოსკოვი ქაბულს დახმარების ხელს გაუწვდის, რადგან ქვეყნებს დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ. ამასთან, ავღანეთში იციან, რომ რუსეთის მხრიდან დახმარების აღმოჩენას რაიმე პოლიტიკური პირობების თავზე მოხვევა არ მოჰყვება - აღნიშნა სენატორმა.