პოლიტიკა
მესამე სექტორი სტარტზეა! – საქინფორმი

   საქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. კონსტიტუციის სამუშაო ვერსიას, ოპოზიციასთან ერთად, ელოდებიან საკონსტიტუციო კომისიაში შემავალი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

საქინფორმი შეგახსენებთ, რომ „სამოქალაქო სექტორი“, „საზოგადოებრივი სექტორი“, „მესამე სექტორი“ და „არასამთავრობო სექტორი“ – საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად ერთსა და იმავე ორგანიზაციების სხვადასხვა დასახელებაა, რომლებსაც არავითარი კავშირი არ აქვთ საქართველოსა და ქართველ საზოგადოებასთან. ესენია საქართველოში სოროსის ფონდის მიერ შექმნილი ენ–ჯე–ოები, NDI, IRI და მსგავსი ორგანიზაციები, რომლებსაც აშშ–ის ცსს და ინგლისი დაზვერვა МИ-6 აკონტროლებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები არ გამორიცხავენ, რომ დოკუმენტში მათი არცერთი რეკომენდაცია ამჯერადაც არ იყოს გათვალისწინებული, რის შემდეგაც მიმდინარე კვირას ისინი კომისიას დატოვებენ.

სამოქალაქო სექტორსა და “ქართულ ოცნებას” შორის მთავარი შეუთანხმებელი საკითხები პრეზიდენტის არჩევის წესი და საარჩევნო სისტემაა. თუ არასამთავრობო ორგანიზაციები ოპოზიციასთან ერთად საკონსტიტუციო კომისიას დატოვებენ, სამოქალაქო სექტორის აზრით, კომისიის მუშაობის ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

არ გამოვრიცხავთ კომისიის დატოვებას, თუკი ჩვენი მონაწილეობა იქნება ფორმალური“, - აცხადებს “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტი გიორგი გოცირიძე.

ფონდ “ევროპული ინიციატივა - ლიბერალური აკადემია თბილისის” ხელმძღვანელი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კომპრომისის მიღწევის მნიშვნელობაზე ლაპარაკობს.

„პირველ რიგში, ვგულისხმობ ბარიერს, რომელიც ვფიქრობ, რომ უნდა დაიწიოს. 5%-იანი ზღურბლი ძალიან მაღალია. ჩვენ თუ გვინდა, რომ მივცეთ საშუალება სხვა პარტიებსაც, გადალახონ ბარიერი და მივიღოთ რეალურად მრავალპარტიული პარლამენტი“, - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.