უცხოეთი
ტრამპთან შეხვედრაზე სტოლტენბერგმა „რუსეთის შეკავების ერთადერთი საშუალება“ დაასახელა

   საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. ნატოს გენმდივანმა იენს სტოლტერნბერგმა თეთრ სახლში აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე რუსეთთან „პოლიტიკური დიალოგის“ საჭიროებაზე ისაუბრა.

მიმაჩნია, რომ რუსეთის შეკავების ერთადერთი გზაა, ძლიერები ვიყოთ. თუმცა, ახალი ცივი ომის, გამალებული შეიარაღებისა და მზარდი დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად საჭიროა რუსეთთან პოლიტიკური დიალოგი გავმართოთ“, – განაცხადა მან ამერიკის ლიდერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

„დარწმუნებული ვართ, რომ არავითარი წინააღმდეგობა არ არსებობს ნატოს ძლიერ ბლოკს, საიმედო თავდაცვასა და შეკავებას და რუსეთთან პოლიტიკურ დიალოგს შორის“, – დასძინა სტოლტენბერგმა.