უცხოეთი
პუტინმა კრემლში ტილერსონი მიიღო

   საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდნენ. აღსანიშნავია, რომ მათი დიალოგი დაახლოებით ხუთი საათი გრძელდებოდა, რა დროსაც ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვს ვაშინგტონის ადმინისტრაციის რეალური მიზნების გაგება სურს. ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლებისადმი ულტიმატუმის წაყენება სწორი არ არის.
11 აპრილს, ტილერსონმა განაცხადა, რომ რუსეთმა არჩევანი აშშ-ს და ირან-“ჰესბოლა”-ასადს შორის უნდა გააკეთოს.