საზოგადოება
პრემიერი კვირიკაშვილი: მომავალი 3-4 წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 10 მილიარდ ლარამდე დაიხარჯება (ვიდეო)

   საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა (ვიდეო იხ. აქ).

"მომავალი 3-4 წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 10 მილიარდ ლარამდე დაიხარჯება და ეს არის ჩვენი ქვეყნის ფიზიკური ტრანსფორმაციის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი.

ვფიქრობ, ეს არის მიმართულება, რომელსაც ექნება ყველაზე ხელშესახები შედეგი იმ თვალსაზრისითაც, რომ, უპირველეს ყოვლისა, დაახლოებით 40 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. გარდა ამისა, ძალიან სწრაფად და უპრეცედენტოდ მოკლე დროში გარდაიქმნება ინფრასტრუქტურა და ჩვენი ქვეყანა გაცილებით უკეთ შეასრულებს იმ გეოსტრატეგიულ სატრანზიტო ფუნქციას, რომელიც მას გააჩნია", –  განაცხადა კვირიკაშვილმა.