სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურამ საპატრიარქოს სამდივნოს 5 თანამშრომელი დაჰკითხა

   საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას თქმით, ყველა მათგანის ჩვენება სიტყვასიტყვით ჰგავდა ერთმანეთს, რაც ეჭვებს აჩენს.

მათ შორენას სადეკანო დაჰკითხეს, რომლებიც საუბრობენ, თუ რა კეთილი ქალბატონია შორენა. ამ საქმეში იყო რამდენიმე ექსპერტიზა დანიშნული, რამდენიმეზე პასუხი არის მოსული. ძირითადად მამა გიორგი მამალაძისგან ტექნიკური საშუალებები რომელიც ამოიღეს, საქმის მასალიდან მასზე ჩატარდა ექსპერტიზები და არც იქ ჩანს, რომ მამა გიორგი მამალაძე ვინმეს მკვლელობას ამზადებდა“, - აცხადებს გიორგი ფანცულაია.

კიდევ ერთხელ დაიკითხა საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ირმა ჭკადუაც.

„დაიკითხნენ საქართველოს საპატრიარქოს თანამშრომლები, ადმინისტრაციისა და კანცელარიის თანამშრომლები, სამოქალაქო პირები.  ხუთი პიროვნება გამოიკითხა მოწმის სტატუსით და მათ მისცეს ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რაიმე ინფორმაცია ხომ არ გაუგიათ ციანიდთან ან გველის შხამთან დაკავშირებით. მათ მისცეს ჩვენება, მე როგორც ვიცი, რომ  ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ, უბრალოდ, არ სმენიათ“, - განაცხადა საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ.