სამართალი
შსს-მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

    საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ საქართველოს მასშტაბით უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები: 1 კგ და 100 გრამი ჰეროინი, 821 აბი სუბუტექსი, 2562 აბი კოდეინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება, 17 კგ და 636 გრამი კანაფი, 25 კგ და 600 გრამი მარიხუანა, 14 გრამი მეტადონი, 92 აბი და 22 ამპულა მორფინი, 3014 კაფსულა პრეგაბალინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება, 108 აბი მდმა, 1 კგ და 500 გრამი კოკაინი, ასევე, სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ახალი ტექნოლოგიით, მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურა.

სამართალდამცველები ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ საშუალებებს, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, 3 თვეში ერთხელ ანადგურებენ.