პოლიტიკა
ვაკონტროლებ სტრასბურგის სასამართლოს და ნიუ იორკის ბირჟას - პრეზიდენტი მარგველაშვილი (ვიდეო)

   საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი.  "ვაღიარებ, რომ ვაკონტროლებ სტრასბურგის სასამართლოს, ნიუ იორკის ბირჟას, ვაკონტროლებ გადაცემას "ვის უნდა 20 ათასი", - ასე უპასუხა პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძის განცხადებას (ვიდეო იხ. აქ).

"არ ვიცი, საიდან მოდის ეს დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომელი ქვეყნების სპეცსამსახურები აწვდიან ამ ინფორმაციას სხვადასხვა თანამდებობის პირებს. სერიოზულად თუ გავცემ პასუხს, ვიტყვი - მნიშვნელოვანია, რომ როგორც აქ ვახერხებთ ერთმანეთთან საუბარს, ასეთი საუბრები შედგეს პოლიტიკოსებს შორის. მნიშვნელოვანია, იყოს კრიტიკა, მსჯელობა“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.