პოლიტიკა
პრემიერი კვირიკაშვილი ბელგიის სამეფოს ფედერაციული პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს ზიგფრიდ ბრაკეს შეხვდა

   საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. მხარეებმა ორი ქვეყნის  ურთიერთობის ძირითადი საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს.  შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესებს. ზიგფრიდ ბრაკემ გიორგი კვირიკაშვილს მიულოცა ვიზალიბერალიზაციის გზაზე მიღწეული წარმატება.  პრემიერ–მინისტრის განმარტებით, საქართველო აგრძელებს რეფორმების კურსს, რათა კიდევ უფრო დაუხლოვდეს ევროპას. გიორგი კვირიკაშვილმა ზიგფრიდ ბრაკეს საქართველოს მთავრობის რეფორმების 4–პუნქტიანი გეგმა გააცნო.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე.