უცხოეთი
ტრამპმა მოსკოვში მოლაპარაკებებისას ტილერსონის მუშაობა შეაფასა

   საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა „კოლოსალური სამუშაო“ გაწია იტალიასა და რუსეთში გამართულ მოლაპარაკებეში.

მინდა აღვნიშნო სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის არაჩვეულებრივი მუშაობა, რომელიც მან ნატოს ერთიანობის განმტკიცებისთვის გაწია, ასევე, მისი ვიზიტი მოსკოვში, აშშ–ისა და ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოების ინტერესების გასატარებლად“, – განაცხადა ტრამპმა ნატოს გენმდივან იენს სტოლტენბერგთან მოლაპარაკებების შედეგების შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.