უცხოეთი
საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. ვლადიმერ პუტინი რუსეთში ფერად რევოლუციებს არ დაუშვებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ტელეარხ "მირ"–თან ინტერვიუში განაცხადა. ვლადიმერ პუტინმა ე.წ. ფერადი რევოლუციები ექსტრემიზმს შეადარა და აღნიშნა, რომ ინტერნეტში ექსტრემიზმის მზარდი პროპაგანდა შეინიშნება, რაც თანამედროვე მსოფლიოში გეოპოლიტიკის ინსტრუმენტად და გავლენის სფეროს ცვლილებისთვის გამოიყენება. პუტინი მიიჩნევს, რომ ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა განსხვავებული აზრის წინააღმდეგ ბრძოლას არ ნიშნავს. უშიშროების საბჭოს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ რუსეთში სახელმწიფო მონიტორინგის სისტემა შეიქმნება, რომელიც ექსტრემიზმის გამოსავლენად მთლიან საინფორმაციო ველს გააკონტროლებს.