სამართალი
მათ სარჩელი გივი ცოტნიაშვილის სახელით შეადგინეს. იურისტის თქმით, ცოტნიაშვილი კანდელაკის ქუჩის #12-ში, სხვა პირებთან ერთად, 2008 წლის სექტემბერში სახელმწიფომ ორგანიზებულად შეასახლა.
"დღეს კი მან მიიღო გაფრთხილება გამოსახლების თაობაზე და ღია ცის ქვეშ დარჩება. ჩვენ ვაპირებთ, ამ ფაქტთან დაკავშირებით აღვძრათ სარჩელი, ხოლო დღეს შევიტანეთ განცხადება, რომლითაც ვითხოვთ გამოსახლების შეჩერებას," - განაცხადა ბოლქვაძემ.
"ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი" იმედოვნებს, რომ საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია დევნილთა გამოსახლების პროცესს შეაჩერებს.