საზოგადოება
ოპოზიცია ვერ შეეგუა, რომ ივანიშვილმა ქვეყანა ტოტალიტარულ-ავტორიტარული მმართველობისაგან გაათავისუფლა, მიაჩნია რიმა ბერაძეს

   საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. სწორედ ბიძინა ივანიშვილი გახდა  მოსახლეობისათვის თქვენ მიერ შექმნილი საზარელი სისტემიდან დახსნის სიმბოლო, სწორედ ხალხის ნდობასა და სიყვარულს ვერ პატიობთ მას

დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორით შექმნილი ეს დისკომფორტი თქვენ კიდევ დიდხანს გექნებათ“, - ასე მიმართა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ ოპონენტ კოლეგებს საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.