საზოგადოება
რიმა ბერაძე: დასანანია, რომ მე-5 მოწვევის საკრებულოს ისტორიაში თქვენ შეხვალთ, როგორც დესტრუქციული ოპოზიციური ძალა

   საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. საკრებულოს ფრაქციის - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს, ქალაქის კეთილდღეობისკენ მიმართული ყველა წამოწყება შეაფერხოს.

თქვენს ნაცვლად თბილისში პროგრესს ჩვენი მოსახლეობა გრძნობს, რომელიც 2012 წლიდან მოყოლებული, ნდობას ჩვენს გუნდს უცხადებს. სულ მალე თვითმმართველობის არჩევნებია, კოლეგებო და დარწმუნებული ვარ, თქვენი დემაგოგიური კრიტიკის პასუხს საზოგადოება ოქტომბერში გაგცემთ. ასევე, სწორედ ხალხის, ანუ მთავარი არბიტრის გადაწყვეტილება იქნება პასუხი ჩვენს საქმეებზე.

იმ მიმართულებით, რომ თბილისმა ევროპული ქალაქების რიცხვში ღირსეული ადგილი დაიკავოს, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. მერწმუნეთ, ჩვენ მიერ დაწყებული გრძელვადიანი რეფორმები შედეგს სულ მალე გამოიღებს.

ხალხი ბრძენია და მჯერა, მომავალ არჩევნებზე ის კვლავ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას, დემოკრატიულ განვითარებასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას დაუჭერს მხარს“, - განაცხადა რიმა ბერაძემ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.