სამართალი
სენაკში გაზზე ყველაზე მაღალია ტარიფია მთელ საქართველოში

   საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. ენერგეტიკის სამინისტრო სენაკის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირის ტარიფის 68 თეთრამდე გაზრდასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

"საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო სრულად იზიარებს მოსახლეობის განწყობას და შეშფოთებას იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც გაზგამანაწილებელი კომპანიის "გასკო პლუსის" მიერ იქნა მიღებული - სენაკის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირის ტარიფი 68 თეთრამდე გაეზარდა. ეს ყველაზე მაღალია ტარიფია მთელ საქართველოში. ეს არის მინიმუმ უსამართლო გადაწყვეტილება, ვინაიდან სახელმწიფო მთელი ამ წლების განმავლობაში მთელი მოსახლეობისთვის ინარჩუნებს სოციალურ ფასს გაზზე.

 სამინისტროს დაწყებული აქვს ამ საკითხზე მუშაობა, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ნაწილობრივ დარეგულირების პრაქტიკის გაუქმება და მოსახლეობისთვის ტარიფის დადგენა მარეგულირებელი კომისიის მიერ, ეს გადაწყვეტილება მომავალში გამორიცხავს მსგავს უსამართლო და მოსახლეობისთვის მოულოდნელ გადაწყვეტილებებს", -  ნათქვამია განცხადებაში.