აქტუალური
გაზპრომის ფულით საქართველო გაზს აზერბაიჯანისგან შეისყიდის

   საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. ვიცე-პრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, მთავრობა მოსახლეობის და კომერციული სექტორის აზერბაიჯანული გაზით სრულად მომარაგებას აპრილიდან დაიწყებს და "გაზპრომისგან" ბუნებრივი აირის მიღება წლის ბოლომდე აღარ იგეგმება.

"ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა "გაზპრომთან", გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ არ ვიყოთ დამოკიდებულები რუსულ ბუნებრივ აირზე. მიღებული თანხით გვეძლევა შესაძლებლობა, ვიყიდოთ ბუნებრივი აირი აზერბაიჯანიდან, ირანიდან, თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სრულად დავიტვირთოთ აზერბაიჯანული ბუნებრივი აირით", - განაცხადა კალაძემ.