აქტუალური
სამოქალაქო სექტორი ჰეტეროსექსუალური ქორწინებების წინააღმდეგი და ევროატლანტიკური ორიენტაციის მომხრეა

   საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. კონსტიტუციის ახალ რედაქციაში პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვა მიუღებელია ე. წ. სამოქალაქო სექტორისთვის („სამოქალაქო სექტორს“ არავითარი კავშირი არა აქვს მოქალაქეებთან, ისინი სოროსის ფონდისა და მსგავსი ორგანიზაციების მიერ შექმნილი ენ–ჯე–ოების ხელმძღვანელები არიან – საქინფორმი), რომელიც ასევე არ იზიარებს მოსაზრებას, რომ კონსტიტუციას უნდა დაემატოს განმარტება ოჯახის შესახებ, თუმცა მიაჩნია, რომ აუცილებელია ჩანაწერი ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მთელ რიგ საკითხებზე არ ეთანხმებიან მმართველ გუნდს და არ მოსწონთ საკონსტიტუციო ცვლილებების შეთავაზებული ვარიანტი, ამ ეტაპზე კომისიის დატოვებას არ აპირებენ.

„უზენაესი სასამართლოს წევრების წარდგენის მხრივ და ასევე საკონსტიტუციოს წევრების დანიშვნის უფლებამოსილება ერთმევა პრეზიდენტს, რაც ნამდვილად ნეგატიური ნაბიჯია, რადგან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური ფიგურა, რომელიც არ არის ხელისუფლების არცერთი შტოს წევრი, მონაწილეობდეს სასამართლო კორპუსის ფორმირებაში და ის ასრულებდეს ერთგვარად არბიტრის ფუნქციას“, - განაცხადა “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” საპარლამენტო მდივანმა ლიკა საჯაიამ.