პოლიტიკა
საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები გააკეთა. ლაპარაკია ინიციატივაზე, რომლის მიხედვით 7 თვითმმართველ ქალაქს საკუთარი საკრებულოსა და მერის არჩევის უფლება ჩამოერთმევათ.
“ეს იყო არასწორი ნაბიჯი, რომელიც თავის დროზე გადაიდგა კოალიციურ რეჟიმში, დღეს შეგვიძლია, შეცდომა გამოვასწოროთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
განცხადება გააკეთა, აგრეთვე, საქართველოს ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ: „ჩვენ ვიყავით ინიციატორები ამ რეფორმის, კოალიცია “ქართული ოცნება”, თუმცა პრაქტიკაში გამოიკვეთა ძალიან ბევრი ხარვეზი, გაჩნდა უფრო მეტი ბიუროკრატია. მე ვფიქრობ, გაერთიანების შემთხვევაში უფრო მოქნილი იქნება სისტემა“.