პოლიტიკა
პრეზიდენტი მარგველაშვილი სტრასბურგის სასამართლოზე პოლიტიკური გავლენის მოხდენას ცდილობდა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ

   საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

"იყო კონკრეტული ნიშნები იმისა, რომ კონკრეტული სუბიექტები, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და სხვა სუბიექტები, ცდილობდნენ პოლიტიკური გავლენის მოხდენას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. შესაბამისი წერილებიც გააგზავნეს სტრასბურგის სასამართლოში და ბუნებრივია, ეს იყო პოლიტიკური გავლენის მოხდენის მცდელობა და ამ გავლენის ქვეშ იქნა მიღებული გადაწყვეტილება. ეს არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური, თუმცა მიზანი იყო პოლიტიკური გავლენის მოხდენა", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.