საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. პეკინმა ოფიციალურად უარყო თეთრი სახლის განცხადება,რომელიც მან სირიის ავიაბაზა შეირათის დაბომბვის შემდეგ გააკეთა.
ამერიკული სამხედრო ოპერაცია ზუსტად იმ დროს მიმდინარეობდა, როცა აშშ–ის ლიდერისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინის ერთობლივი სადილი იმართებოდა. ტრამპმა პირადად მიაწოდა ჩინეთის ლიდერს ინფორმაცია ამერიკელი სამხედროების სარაკეტო იერიშთან დაკავშირებით სირიის აეროდრომ "შეირათზე".
მოგვიანებით აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინის თქმით, ის "გაგებით" მოეკიდა ტრამპის მოქმედებებს სირიის ტერიტორიაზე იმის გამო, რომ "ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად ბავშვები დაიღუპნენ".
ახლახან კი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰუა ჩუნინმა მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:
"ჩინეთი ყოველთვის მომხრე იყო და არის საერთაშორისო საქმეებში სამხედრო ძალის გამოწყენების წინააღმდეგი. მიგვაჩნია, რომ სირიის კრიზისის პოლიტიკური გადაჭრა ერთადერთი გზაა".