უცხოეთი
აშშ–ის პროვოკაციების საპასუხოდ ფხენიანი გადამწყვეტ ზომებს მიიღებს

   საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. ფხენიანში თვლიან, რომ აშშ-ის დამრტყმელი ძალის გაგაზავნა კორეის ნახევარკუნძულზე ამტკიცებს აშშ-ის აგრესიულ მიზნებს, რაზეც ჩრდილოეთ კორეა მზადაა უპასუხოს, - იუწყება ადგილობრივი მედია.

ქვეყნის საგარეო უწყების ცნობით, ატომური ავიამზიდის „კარლ ვინსონის“ ნახევარკუნძულის სანაპიროებთან გაგზავნა მიუთითებს, რომ აშშ-ის სცენარი ჩრდილოეთ კორეაში შეჭრასთან დაკავშირებით სერიოზულ ფაზაში გადავიდა.

„თუ აშშ სამხედრო არჩევანი გააკეთა, ჩვენ მზად ვართ ამ პროვოკაციას იმავე ფორმით ვუპასუხოთ“, - განაცხადეს ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროში. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ჩრდილოეთ კორეა მშვიდობის უზრუნველყოფას ძალით არავის სთხოვს და მუდამ მზადაა „საკუთარი თავი იარაღის გამოყენებით დაიცვას“.

აშშ-მ სამხედრო-საზღვაო ძალების დამრტყმელი ძალის გაგზავნა წყნარი ოკეანის დასავლეთის მიმართულებით 9 აპრილს გადაწყვიტა, რათა გააკონტროლოს კორეის ნახევარკუნძული.