უცხოეთი
დონალდ ტრამპი სირიაზე განმეორებით იერიშებს არ გამორიცხავს

   საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. დონალდ ტრამპი სირიაზე განმეორებით იერიშებს არ გამორიცხავს, თუ ასადის რეჟიმი ქიმიური იარაღის გამოყენებას განაგრძობს.

ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს მდივანმა შონ სპაისერმა ბრიფინგზე განაცხადა. ირანი კი ვაშინგტონს აფრთხილებს, რომ განმეორებითი იერიშები, ახლო აღმოსავლეთის რეგიონს ძალიან სახიფათო სიტუაციაში ჩააგდებს.

თეირანი სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტზე დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას მოითხოვს.

სირიასთან მიმართებაში შეერთებული შტატების პოზიციას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს ბრიტანეთის, ესპანეთის, საფრანგეთის, საბერძნეთისა და იტალიის პირველმა პირებმა.